მაჭავარიანი – ოპოზიციაზე: კაბინეტებში დადიან და ევრობიუროკრატებს ეხვეწებიან, ცდილობენ დაარწმუნონ, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენს მოსახლოებას შეუჩერდეს, რადგან ეს გამოიწვევს მღელვარებას
“კაბინეტებში დადიან და ევრობიუროკრატებს ეხვეწებიან, ცდილობენ დაარწმუნონ, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენს მოსახლეობას შეუჩერდეს, რადგან ეს გამოიწვევს ისეთ მღელვარებას, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდება”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევრობიუროკრატიებს, რომლებიც მთლიანად იმართებიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მხრიდან, იგივე „დიფ სთეითის“ მხრიდან, სურთ, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ თავისი აგენტები საქართველოში, იქიდან გამომდინარე რომ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს მათ დავალებებს.
ყველამ ვიცით მათი ხასიათი, ვიცით მათი ზრახვები. იმისათვის, რომ ძალაუფლება მოიპოვონ, მათ ხალხი საერთოდ არ აინტერესებთ, დადიან კაბინეტებში და ევრობიუროკრატებს ეხვეწებიან და ცდილობენ დაარწმუნონ, რომ ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ეს გამოიწვევს ისეთ მღელვარებას, რომ საქართველოში რევოლუცია მოხდება“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.