“მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
“მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, შესაბამისად, ბიუჯეტი იზრდება სხვადასხვა დაწესებულებაში, განსაკუთრებით, საჯარო სექტორის იმ ნაწილში, სადაც შესაძლებელია, რომ ხელფასები გაიზარდოს ყოველწლიურად.
“მოცემულობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები აღიარებენ ეკონომიკურ წინსვლას საქართველოში, ეს ყველაფერი აისახება ხოლმე ქვეყნის ჯიბეში ფული იზრდება თუ არა. შემოვა ბიუჯეტი და ნახავს საზოგადოება, რომ არის გაზრდილი, ვიდრე იყო 2025-ში და ასე იქნება ყოველწლიურად,” – აცხადებს მაჭარაშვილი.