“თითოეული ის პროგრამა, რომელიც არის გათვალისწინებული, ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს” – გიორგი ჩაკვეტაძე
“თითოეული ის პროგრამა, რომელიც არის გათვალისწინებული, ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს.
როგორც ჩაკვეტაძე განმარტავს, მმართველი გუნდი უკვე 2026 წლის ბიუჯეტის მეორე ვერსიას განიხილავს.
“სახელმწიფო ბიუჯეტი აღემატება 30 მილიარდ ლარს და ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში, ეს არის 35 მილიარდ ლარზე მეტი. თითოეული ის პროგრამა, რომელიც არის გათვალისწინებული, ემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. განსაზღვრულია სხვადასხვა პრიორიტეტი, – მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სოციალურ მიმართულებას, ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, განათლებას, მეცნიერებას და ახალგაზრდობას,” – აცხადებს ჩაკვეტაძე.