ლევან მახაშვილი: უვიზოს ასე მასიურად გაუქმება არის ის საბოლოო, ნეგატიური ნაბიჯი, რაც შეიძლება ევროკავშირმა თეორიულად გადადგას

“უვიზოს ასე მასიურად გაუქმება არის ის საბოლოო, ნეგატიური ნაბიჯი, რაც შეიძლება ევროკავშირმა თეორიულად გადადგას,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, უვიზოს ასე მასიურად გაუქმება არის ის საბოლოო, ნეგატიური ნაბიჯი, რაც შეიძლება ევროკავშირმა თეორიულად გადადგას. ის, რომ ამ გაუქმებას ასე უჭერს მხარს ჩვენი პოლიტიკური ოპოზიციის რადიკალური ფლანგი, მიუთითებს იმაზე, თუ რა არის მათი მიზნები. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, ოღონდაც ქვეყნის ინტერესები იყოს დაზიანებული. მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები ბევრჯერ ვიხილეთ, უბრალოდ იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება განმსაზღვრელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები