“იმედია, ეს შეხვედრა არ გახდება საფუძველი შემდგომი რადიკალური ნაბიჯების ამ ორგანიზაციების მხრიდან”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს და საფრანგეთის ელჩისა და “ენჯეოების” წარმომადგენლების ფარულ შეხვედრას ეხმაურება.
“ზოგადად ის, რომ კონსპირაციულად მოხდა ეს შეხვედრა გარკვეულ კითხვებს აჩენს ჩვენშიც, საზოგადოებაშიც, თუ რაზე იყო საუბარი – რომ არ ისაუბრეს ისეთ თემებზე, რაც უნდათ, რომ დაფარული იყოს მოსახლეობისგან, ხელისუფლებისგან თუ, ზოგადად, ფართო აუდიტორიისგან. საჭიროა გამჭვირვალობა ამ მიმართულებით და, რაც მთავარია, იმედია, ეს შეხვედრა არ გახდება საფუძველი შემდგომი რადიკალური ნაბიჯების ამ ორგანიზაციების მხრიდან. სხვა შემთხვევაში, მგონი, ესეც იქნება პასუხი იმაზე, თუ რეალურად, რაზე იყო საუბარი. თუმცა დაველოდოთ, იმედია, საელჩოსგან მივიღებთ კონკრეტულ პასუხებს ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით,” – აცხადებს ლევან მახაშვილი.