ირაკლი ზარქუა – საფრანგეთის ელჩის „ენჯეოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე: ან ნაკლებად გამოცდილია, ასეთ შეცდომას რომ უშვებს, ან კიდევ მავნებელი ელჩების მეტი რა ვნახეთ

“ან ნაკლებად გამოცდილია, ასეთ შეცდომას რომ უშვებს, ან კიდევ მავნებელი ელჩების მეტი რა ვნახეთ,”- ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ
საფრანგეთის ელჩის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საიდუმლო შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დასამალი თუ არაფერი გაქვს, პირადად, სახლში რატომ უნდა მიიღო რადიკალების წარმომადგენელი და მათი დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ან ნაკლებად გამოცდილია, ასეთ შეცდომას რომ უშვებს, ან კიდევ… მავნებელი ელჩების მეტი რა ვნახეთ? იმედი მაქვს, არც ერთია და არც მეორე და ამას უბრალოდ გაუგებრობა დავარქვათ. ჯობია, შეხვდე გახსნილად, დასამალი თუ არაფერი გაქვს, პირადად, სახლში რატომ უნდა მიიღო რადიკალების წარმომადგენელი და მათი დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციები? ბუნებრივია, აქ არის გარკვეული კითხვის ნიშნები და იმედი მაქვს, მომავალში ყველა ელჩი თავის დიპლომატიურ მისწრაფებებში დარჩება“, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები