ვნუკოვოს აეროპორტში თვითმფრინავ „ფალკონის“ ავარიის საქმეზე დისპეტჩერი და ინჟინერი დააკავეს

ბასმანის სასამართლომ 2 თვით, 21 დეკემბრამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ავიადისპეტჩერ ალექსანდრე კრუგლოვს და აეროპორტის წამყვან ინჟინერს ალექსანდრე ლედენევს. ისინი ვნუკოვოს აეროპორტში თვითმფრინავ „ფალკონის“ ავარიის საქმეზე არიან ეჭვმიტანილები.
დაცვის მხარე მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს, თუმცა მოსამართლე ვალენტინა ლევაშოვამ ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში მათ მტკიცებულებების განადგურება შეუძლიათ.
დღესვე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინა პატიმრობა დისპეტჩერ-სტაჟიორ სვეტლანა კრივსუნს მიესაჯა.
კრუგლოვი, რომელიც საჰაერო მოძრაობას ხელმძღვანელობდა და ლედენევი, რომელსაც თოვლგამწმენდი სამუშაოები ებარა, თავი დამნაშავედ არ ცნეს და განაცხადეს, რომ ინსტრუქციას ასრულებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს, მოსკოვის დროით დაახლოებით 23:57 საათზე ვნუკოვოს აეროპორტში თვითმფრინავი „ფალკონ-300“, რომელიც პარიზში უნდა გაფრენილიყო, სპეცტექნიკის მანქანას დაეჯახა და დაიწვა. დაიღუპა 4 ადამიანი. მათ შორის კონცერნ „Total“-ის ხელმძღვანელი კრისტოფ დე მარჟერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები