დედოფალი ელისაბედ II ტვიტერში გაწევრიანდა და პირველი ტვიტიც დაწერა

სოციალურ ქსელ ტვიტერს ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II შეუერთდა და პირველი ტვიტიც დაწერა. მონარქი ამ დროისთვის 88 წლის გახლავთ და გარდა თავისი უმაღლესი სტატუსისა, სარეკორდო მონაცემის მფლობელიც – ბრიტანეთში ტვიტერის ყველაზე ასაკოვანი მომხმარებელიც გახდა.
თავისი პირველი ტვიტი დედოფალმა დღეს ლონდონის მეცნიერებათა მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც მან შენობის ახალი განყოფილების გახსნაში მიიღო მონაწილეობა. „მეცნიერებათა მუზეუმში სიამოვნებით გავხსენი დღეს გამოფენა „ინფორმაციული საუკუნე“. ვიმედოვნებ, ადამიანები მოხარულნი იქნებიან მისი მონახულებით“, – დაწერა დედოფალმა.
ტვიტერში დედოფლის აქაუნთს @BritishMonarchy უკვე 764 ათასი მიმდევარი ჰყავს. მის ფუნქციონირებას ბუკინგემის სასახლის თანამშრომლები ახდენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები