თორნიკე ჭეიშვილი – ოპოზიციაზე: საქმე გვაქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, რომლის მიზანიც არის მაქსიმალურად დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები

,,საქმე გვაქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, რომლის მიზანიც არის საკუთარი მერკანტილური პოლიტიკური მიზნების მიღწევის ფონზე, მაქსიმალურად დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები”, – ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ,,პრაიმ ტაიმის” ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ,,ოპოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ბრიუსელში დაჟინებით ითხოვს”.

ჭეიშვილის თქმით, ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ქვეყანა და ქართველი ხალხი.

„ჩვენ გვახსოვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული პერიპეტიები და მათი ნეგატიური როლი. უფრო ადრე გვახსოვს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე, მათ მიერ ატალახებული კაბინეტები ევრობიუროკრატების მისაღებებში. აქ რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად უნდა გვახსოვდეს ის, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან, რომლის მიზანიც არის საკუთარი მერკანტილური პოლიტიკური მიზნების მიღწევის ფონზე, მაქსიმალურად დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები, ქართული საზოგადოება“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები