ნინო წილოსანი – ოპოზიციაზე: ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა არის ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენების მცდელობა
„ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა არის პირდაპირ ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენების მცდელობა,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანი იმედოვნებს, რომ ევროინსტიტუციები სამართლიანად იმსჯელებენ და ამ გადაწყვეტილებას არ დათანხმდებიან.
„ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა, რომელზეც ისინი აქამდეც მუშაობდნენ, თუმცა ახლა უკვე ერთადერთი ყველაზე აქტიური სამიზნე ეს პუნქტია, მათი მხრიდან არის პირდაპირ ქართველი ხალხისთვის ზიანის მიყენების მცდელობა. ვიმედოვნებთ, რომ ევროინსტიტუციები, რომლებმაც რაციონალურად და რაც მთავარია, სამართლიანად უნდა იმსჯელონ ამ საკითხზე, ამ უგუნურ და თავზეხელაღებულ გადაწყვეტილებას არ დათანხმდებიან“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.