ლევან მაჭავარიანი – “ნაცმოძრაობაზე” – სასამართლოს რომ მიმართავენ, ეს ჩვენი სასამართლოს აღიარებაა
„ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებს, რომ თავიდან ბოლომდე გარედან იმართება და უცხოეთიდან მიღებული დაკვეთებით მოქმედებს, სასამართლოს რომ მიმართავენ, ეს ჩვენი სასამართლოს აღიარებაა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, “ნაცმოძრაობის” მიზანია, სასამართლო გააშაონ და ნდობის ხარისხი დააგდონ.
“რისი იმედი აქვთ გარე უფროსებს? ჩვენი და ევრობიუროკრატების ურთიერთობის გაჯანსაღების ორი გზა არსებობს, ან შეეგუონ იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერც ლეგიტიმურად არჩევნებით და ვერც არალეგიტიმურად რევოლუციით გზით ვერ ანაცვლებენ, რადგან მოსახლეობის მხარდაჭერა გვაქვს და საუბარი ჩვენთან დაიწყონ, ან ფსონის დადება გააგრძელონ მარგინალურ ჯგუფებზე და ვერაფერს მიაღწევენ. იმედია, როგორც ამერიკაში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ასე მოხდება ევროპაშიც. ეს ბიუროკრატები დღეს არიან, ხვალ აღარ იქნებიან და 2030 წელს სხვა რეალობა დაგვხდება. ამის მაგალითია ჩეხეთი და სხვა ქვეყნები, სადაც ხალხის გამოღვიძებას ვხედავთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.