გურამ მაჭარაშვილი: ის, რომ საფრანგეთის ელჩი ჩუმად ხვდება „ენჯეოს“, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ უცხოური ინტერესები საქართველოში არის ისევ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ
,,ის, რომ საფრანგეთის ელჩი ჩუმად ხვდება და არა საჯაროდ „ენჯეოს“, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ უცხოური ინტერესები საქართველოში არის ისევ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ეს არანაირ დიპლომატიაში არ ჯდება.
„ის, რომ შენ საკუთარ ქვეყანაში ჩუმად ხვდები ელჩს, რა გაქვს დასამალი, როდესაც თავად „ენჯეო“ სექტორი ვითომ გამჭვირვალეობაზეა ორიენტირებული და ამ დროს ჩუმად ხვდება უცხო ქვეყნის წარმომადგენელს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არანაირ დიპლომატიაში არ ჯდება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „კურიერის“ ინფორმაციით, საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო, 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ფარულად, ჭანტურიას ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში შეხვდა.