აზერბაიჯანში დაბრუნებულმა მომლოცველმა ებოლაზე შემოწმება მოითხოვა

აზერბაიჯანში მომლოცველმა ებოლაზე შემოწმება მოითხოვა, – წერს vesti.az. გავრცელებული ინფორმაციით, ექიმებს მუსლიმების ყოველწლიური კონგრესიდან დაბრუნებულმა მომლოცველმა მიმართა. კონგრესი საუდის არაბეთში ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომლოცველს უთხრეს, რომ მან ადგილობრივ პოლიკლინიკას უნდა მიმართოს და 21 დღე კონტროლის ქვეშ იყოს. ასევე მას უთხრეს: იმ შემთხვევაშიც, თუ მას მაღალი ტემპერატურა ექნება, მან არ უნდა იფიქროს, რომ ის ებოლათი დაავადდა, რადგან მაღალი ტემპერატურა გაცივებით შეიძლება იყოს გამოწვეული.
როგორც აზერბაიჯანული პრესა წერს, მომლოცველს არანაირი პრობლემა არ გააჩნდა, თუმცა შესაძლოა, ვირუსი მის ორგანიზმშია და მოგვიანებით გამოვლინდება. საინკუბაციო პერიოდი 21 დღეს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები