სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა 27 ოქტომბერს პარიზში შედგება

სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა 27 ოქტომბერს პარიზში შედგება, – ამის შესახებ ინფორმაციას news.am ავრცელებს.
ცალკე შეხვედრებს ორი სახელმწიფოს ლიდერებთან საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი გამართავს. ფრანგული პრესის ცნობით, კი ამის შემდეგ სერჟ სარგსიანის და ილჰამ ალიევის მოლაპარაკებები ელისეის სასახლეში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრის ინიციატორი საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები