ევროკავშირმა უკრაინისთვის 2 მილიარდი ევროს სესხებაზე უარი განაცხადა

რუსული გაზის საფასურის გადასახდელად ევროკავშირს უკრაინისთვის დამატებით მაქსიმუმ 1 მილიარდი დოლარის (790 მილიონი ევროს) შეთავაზება შეუძლია. ამის შესახებ The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ განუცხადა.
თუმცა ეს სახსრები უკრაინის მიმდინარე საბიუჯეტო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, გაზის საფასურის გადასახდელად კიევს შესაძლოა, ბრიჯ-კრედიტი დასჭირდეს, თუმცა მერკელმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
„გაზპრომის“ „საზამთრო გეგმა“ უკრაინის მიერ წლის ბოლომდე უკვე მიწოდებული გაზის საფასურის და დამატებითი მოცულობის ყიდვისთვის 3,1 მილიარდ დოლარის გადახდას ითვალისწინებს. ცნობილია, რომ კიევს 1,6 მილიარდი დოლარის საფასურის 4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ესაჭიროება.
უკრაინამ ევროკავშირს დამატებითი 2 მილიარდი ევრო სთხოვა, თუმცა, ევროკავშირის ოფიციალური პირების ინფორმაციით, უკრაინას, სავარაუდოდ, უარს ეტყვიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები