საფრანგეთში ტაძარში შესვლა შესაძლოა, ფასიანი გახდეს

საფრანგეთში ტაძარში შესვლა შესაძლოა, ფასიანი გახდეს. ამ ინფორმაციას „იტარ-ტასი“ ავრცელებს. ქვეყანაში დაწყებული დისკუსიების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ყველა ეკლესიაში შესვლის ფასი დაახლოებით 8,5 ევრო იქნება. გარდა ამისა, ტურისტების ჯგუფებისთვისაც შესვლა შესაძლოა ფასიანი გახდეს. გაზეთ „ფიგაროს“ ცნობით, ეს საკითხი კულტურისა და კომუნიკაციის სამინისტროსა და ეროვნული ძეგლების ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილეს.
ფრანგული გაზეთის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ რელიგიური რიტუალების ჩატარება გარანტირებულად უფასო დარჩება.
„იდეა ორმაგად მაცდურია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ, მაგალითად, ცნობილ ნოტრ-დამის ტაძარში ყოველწლიურად თითქმის 14 მილიონი ტურისტი შემოდის“, – წერს გაზეთი.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში 1905 წლიდან ეკლესიის და სახელმწიფოს გაყოფის შესახებ კანონი მოქმედებს და რელიგიურ დაწესებულებებში შესვლაზე ფასის დაწესება ფაქტობრივად ამ კანონის პირდაპირი დარღვევა იქნება.
„ეკლესია ლოცვისთვის განკუთვნილი და ზოგიერთი ტურისტისთვის კი სხვა რწმენაში ან თავშესაფარში გადასვლის ადგილია. ის მოწოდებით საერთო უნდა იყოს“, – განაცხადა საფრანგეთის ეპისკოპოსების კონფერენციის წარმომადგენელმა მო დე ბოშესნ-კასანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები