ტრამპმა თქმით, პუტინმა მას უკრაინაში ომის მოგვარებაში დახმარება სთხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორი კვირის წინ რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მას უკრაინაში ომის მოგვარებაში დახმარება სთხოვა.

ტრამპის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ ომის დასრულებას 10 წელია ცდილობს, თუმცა ვერ შეძლო.

“ორი კვირის წინ ვესაუბრე პუტინს და მან მითხრა: „ჩვენ 10 წელია ვცდილობთ ამ ომის დასრულებას და ვერასდროს შევძელით. ახლა თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოასწორებთ მას“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან რამდენიმე მსგავსი საკითხის მოგვარება ერთ საათში, გაერო-ს დახმარების გარეშე შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები