ჯუმბერ იზორია მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელ გიორგი სიჭინავასა და მწვრთნელ ლევან კვარაცხელიას შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია და საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, მოადგილეებთან და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელ გიორგი სიჭინავასა და მწვრთნელ ლევან კვარაცხელიას შეხვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციისა (IFA) და ბოდიბილდინგისა და ფიტნესის აზერბაიჯანის ფედერაციის ორგანიზებით, ბაქოში 2025 წლის IFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა.
ტურნირში მონაწილეობა 30 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენმა სხვადასხვა წონით და ასაკობრივ კატეგორიაში მიიღო.

“შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას ორი ახალგაზრდა – ჩხოროწყუელი, გიორგი სიჭინავა(57 კგ) და თორნიკე აბულაძე (78კგ), ღირსეულად იცავდნენ. გიორგი სიჭინავა 57 კგ წონით კატეგორიაში, სინიორებში მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

ვულოცავთ გიორგის ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები