ბრიტანეთში მსჯავრდებული დეპორტაციის ნაცვლად, შეცდომით ციხიდან გაათავისუფლეს

ბრიტანეთის პოლიცია რამდენიმე დღე ეძებდა მსჯავრდებულს, რომელიც ციხიდან შეცდომით გაათავისუფლეს, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სასჯელაღსრულების სისტემაში მსგავსი ინციდენტი ბოლო თვეებში უკვე რამდენიმე შემთხვევას ითვლის.

პოლიციის ცნობით, ბოლო შემთხვევა დაკავშირებულია ეთიოპიელ მოქალაქესთან, ჰადუშ გერბერსლასე ქებატუსთან, რომელიც სექსუალურ დანაშაულებზე იყო მსჯავრდებული. ის უნდა გადაეყვანათ იმიგრაციის დაკავების ცენტრში, თუმცა ადმინისტრაციული შეცდომის გამო, ციხიდან გაათავისუფლეს.

მამაკაცი მოგვიანებით ლონდონში დააკავეს, თუმცა, მედიის ცნობით, ინციდენტმა ბრიტანეთის ციხის სისტემის მართვასთან დაკავშირებით ახალი კითხვები გააჩინა.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ დაწყებულია შიდა გამოძიება იმის დასადგენად, როგორ მოხდა პროცედურული ხარვეზი, რომელმაც მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ადამიანი თავისუფლებაში გაუშვა.

ბოლო ანგარიშებით, მხოლოდ ინგლისსა და უელსში 2024–2025 წლებში დაფიქსირდა 260-ზე მეტი შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებულები “შეცდომით” გაათავისუფლეს. ექსპერტების შეფასებით, ეს მიუთითებს სისტემურ პრობლემებზე ინფორმაციის გადაცემისა და კონტროლის პროცესებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები