ტრამპი: სამხრეთ აფრიკა “დიდ ოცეულში” არ უნდა იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკა „აღარც კი უნდა იყოს დიდი ოცეულის წევრთა შორის“ და აღნიშნა, რომ ამ თვის ბოლოს სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში დაგეგმილ G20-ის სამიტს არ დაესწრება.

2025 წლის 5 ნოემბერს, ოთხშაბათს, მაიამიში, ამერიკის ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას, ტრამპმა გააკრიტიკა ქვეყანა და დასძინა, რომ იქ ხდება „ცუდი“ მოვლენები და „ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა“.

ტრამპის კომენტარების მიუხედავად, სამხრეთ აფრიკა ამჟამად G20-ის ოფიციალური თავმჯდომარეა.

როგორც ცნობილია, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 22-23 ნოემბერს იოჰანესბურგში დაგეგმილ G20-ის ლიდერების შეხვედრას ტრამპის ნაცვლად დაესწრება.

ცნობისთვის, G20 არის საერთაშორისო ფორუმი, რომელიც აერთიანებს 19 ქვეყანას (მათ შორის სამხრეთ აფრიკას და აშშ-ს), ევროკავშირს და აფრიკის კავშირს და წევრობას მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტი არ განსაზღვრავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები