აშშ-მა შესაძლოა, გაერო-ს ღაზაში საერთაშორისო ძალების მანდატი ორი წლით სთხოვოს
შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა გაერო-ს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ამტკიცებს ორწლიან მანდატს ღაზას სექტორის გარდამავალი მმართველობის ორგანოსთვის და პალესტინის ანკლავში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებისთვის,- ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მედიის ცნობით, პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია და შესაძლოა, შეიცვალოს, ამ კვირაში რამდენიმე ქვეყანას გაუზიარეს, თუმცა დიპლომატების თქმით, 15 წევრისგან შემდგარ უშიშროების საბჭოს მოლაპარაკებებისთვის ოფიციალურად ჯერ არ გადაეცა.
როგორც ცნობილია, ღაზაში საერთაშორისო ძალებს მიენიჭებათ უფლებამოსილება, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციები, იმუშაონ ისრაელსა და ეგვიპტესთან სასაზღვრო ზონების უსაფრთხოებაზე.