შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2007 წელს დაბადებული პ.პ. დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალა, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა მის კუთვნილ პერსონალურ კომპიუტერში.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.