ავღანეთში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

დღეს დილით ადრე, ავღანეთის ჩრდილოეთით, ქალაქ მაზარ-ე-შარიფთან ახლოს, 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 260 დაშავდა,- ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

მათივე თქმით, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.

“სამხედრო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები დაუყოვნებლივ მივიდნენ ტერიტორიაზე და დაიწყეს ოპერაციები ადამიანების გადასარჩენად, დაშავებულების გადასაყვანად და დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად”,- ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მაზარ-ე-შარიფთან ახლოს, 28 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველაზე მეტად ბალხისა და სამანგანის პროვინციების ნაწილები დაზარალდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები