თბილისის კამერული მუსიკის XIX ფესტივალის მესამე კონცერტი გაიმართება
3 ნოემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდი დარბაზი თბილისის კამერული მუსიკის XIX ფესტივალის მესამე კონცერტს უმასპინძლებს.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ინფორმაციით, მონაწილეობენ:
გიორგი ვაჩნაძე – (ფორტეპიანო);
ილია კალერი – (ვიოლინო, აშშ);
სურენ ბაგრატუნი -(ჩელო, აშშ);
ნოდარ ჟვანია – (ალტი);
გიორგი ხაინდრავა – (ვიოლინო).
პროგრამაშია:
ლ.ვ. ბეთჰოვენი – საფორტეპიანო ტრიო რე მაჟორი, თხზ. 70 №1;
ი. ბრამსი – საფორტეპიანო კვინტეტი ფა მინორი,
თხზ. 34.
ფესტივალის ორგანიზატორია: საქართველოს მუსიკალური საზოგადოება.
ინფორმაციისთვის: თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი 2006 წლიდან ტარდება. დაარსების დღიდან ფესტივალი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის თანადგომით იმართება.
ფესტივალი მიზნად ისახავს კამერული მუსიკის უმდიდრესი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ემსახურება საქართველოში ანსამბლური საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას.
საფესტივალო კონცერტებზე სრულდება სხვადასხვა ეპოქის, სტილისა და შემადგენლობის ანსამბლები, ნაკლებად ცნობილი და უცნობი ნაწარმოებები.
თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალში მონაწილეობენ გამოჩენილი ინსტრუმენტალისტები და ვოკალისტები, საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილი ოსტატები, ახალგაზრდა შემსრულებლები და ნიჭიერი მოზარდები.