კოტე კაპანაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ძიუდოში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელზეც კოტე კაპანაძემ (-81 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში ჩეხ პიოტრ მლადის სძლია, მეოთხედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ ომარ რაჯაბლისთან დათმო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ბულგარელი ხრისტო ვალკოვი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრაში კი ბერძენი არის ზარაგკაზი იპონით დაამარცხა.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.