ვარლამ წიკლაური სოფელ აწყურში ტრადიციულ საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ახალციხის მუნიციპალიტეტის  მერი ვარლამ წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ აწყურში ტრადიციულ  ღონისძიებას  „შემოდგომის ფესტივალს“ დაესწრნენ. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი  კულტურული  და  სპორტული აქტივობები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისათვის დამახასიათებელი  სამზარეულო და ტრადიციული კერძები.  სტუმრების წინაშე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგნენ ადგილობრივი მოსწავლე-ახალგაზრდები.

“ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა სოფელ აწყურის მოსახლეობას დღესასწაული მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

ვარლამ წიკლაურმა ხაზი გაუსვა აწყურის, როგორც  მდიდარი კულტურული ტრადიციების მქონე,  ისტორიული სოფლის მნიშვნელობას.  აღნიშნა, რომ სოფელი   მალე შეიძენს ახალ სიცოცხლეს, ორი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – აწყურის ციხისა და საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ.

საშემოდგომო ფესტივალი „კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების“  და აწყურის კულტურის სახლის ორგანიზებით მესამე წელია ტარდება,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები