ვარლამ წიკლაური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ადმინისტრაციასა და საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ადმინისტრაციასა და საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდა. შეხვედრას მერის მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ნოდარ ტატალიშვილი ესწრებოდნენ. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი დაწესებულების მუშაობის სპეციფიკითა და საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. აქცენტი გაკეთდა გამოწვევებზე და მათი მოგვარების აუცილებლობაზე.

“სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორმა მარინა მერაბიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებულ პირობებზე, დანერგილ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე.

როგორც, ვარლამ წიკლაურმა აღნიშნა, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა არის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, შესაბამისად მუნიციპალიტეტის მხრიდან საბავშვო ბაგა-ბაღებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და ყველაფერი გაკეთდება, როგორც აღსაზრდელისათვის, ისე დასაქმებული პერსონალისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები