აწყურთან ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა – არის მსხვერპლი
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლი დაიღუპა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.