ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ ახალი მოადგილეები დანიშნა
ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ ახალი მოადგილეები დანიშნა.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,ახალი მოადგილეები ოზურგეთის მერმა გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს, ასევე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს წარუდგინა.
ოზურგეთის მერის პირველ მოადგილედ ბექა ჩხიკვიშვილი დაინიშნა, ოზურგეთის მერის მოადგილე ჯანდაცვის, სოციალურის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით გახდა სოფო რამიშვილი, ოზურგეთის მერის მოადგილე ინფრასტრუქტურის მიმართულებით კი გურამ გოლიაძე.
მერმა ხაზი გაუსვა მოადგილეების მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებას კერძო და საჯარო სექტორში და აღნიშნა, რომ ისინი იზრუნებენ, რათა მოქალაქეებსა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები ეფექტურად განხორციელდეს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
