ჩხოროწყუს მერი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
სოფელ ლესიჭინეში, რუსთაველის უბანში, 5-კილომეტრიანი საავტომობილო გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დასრულებულია საფარის პირველი ფენის დაგება.
,,ამ ეტაპზე მეორე ფენის დასაგებად საჭირო სამუშაოები ხორციელდება. ეწყობა სანიაღვრე არხები და მილ-ხედები.
მიმდინარე სამუშაოებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე კობა ჯიქიასთან და მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ჯუმბერ იზორია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნა, რომ ყველა პროექტი, რაც განხორციელდება, ადგილობრივების საჭიროებებზე იქნება მორგებული”,- წერია ინფორმაციაში.
