სულხან თამაზაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჭაოცინგის დელეგაციის წევრებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჭაოცინგის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას წარმატებული მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებთან, ასევე საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებთან.

,,აღსანიშნავია, რომ დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ჭაოცინგის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და აჭარის რეგიონს შორის ურთიერთობები, მე-19 საუკუნის მიწურულს დაიწყო ლაო ჯინ ჯაოს მოღვაწეობით. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ლაო ჯინ ჯაოს მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე, ასევე გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის გაფართოებისა და გაღრმავების შესახებ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები