უკრაინის არჩევნებში 17 დარტ ვეიდერი, მაგისტრი იოდა, იმპერატორი პალადინი და სხვა პირები იბრძოლებენ (ვიდეო და ფოტო-კოლაჟი)
უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის მეტად საინტერესო პერსონები იბრძოლებენ. არჩევნებში, რომელიც 3 დღეში, კერძოდ კი 26 ოქტომბერს გაიმართება : 17 დარტ ვეიდერი, იმპერატორი პალადინი, სტეფან ჩუბაკა, პადმე ამიდალა, მაგისტრი იოდა და სხვა საინტერესო პირები არიან დარიგისტრირებული. მსგავსი კანდიდატების უმეტესი ნაწილი „უკრაინის ინტერნეტ-პარტიას“ წარმოადგენენ, რომლებსაც აქტიური საარჩევნო კამპანია აქვთ გაჩაღებული. უკრაინის მომავალი არჩევნების მიმომხილველების აზრით ამ სხვა გარემოებათა გამო, უკრაინის საპარლამენტო არჩევნები მეტად საინტერესო სანახობა იქნება.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=uGuFE36wYLM” width=”560″ height=”315″]