ამირან გიგუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს არ ეთანხმება
„ირაკლი ღარიბაშვილი ბრალს არ ეთანხმება – მას აქვს სიტყვის უფლება, ისარგებლებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია,“ – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გიგუაშვილმა აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით მეტ დეტალზე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.
„ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება აღკვეთის ღონისძიების სხდომას. დანარჩენი საკითხები, რომელიც გაინტერესებთ, კომენტარებს გავაკეთებთ აღკვეთის ღონისძიების განხილვის შემდეგ. დაცვის პოზიცია არის ისეთი, რომ ამ შემთხვევაში ბრალს ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილი. ყველა განცხადებას და კომენტარს გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც დასრულდება სასამართლო განხილვა. მას აქვს სიტყვის უფლება, ისარგებლებს თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.