თურქეთში ჯგუფურ გაუპატიურებებსა და ძარცვებში მონაწილეობისათვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარის პოლიციამ დააკავა 4 კაციანი ბოროტმოქმედთა ჯგუფი, რომელიც ანკარაში, ჩანკაის რაიონში მოქმედებდნენ. დამნაშავეებმა ყურადღება მას შემდეგ მიიქციეს, რაც , ჩანკაის რაიონში ტოროცის ქუჩაზე არსებულ სილამაზის სალონში შეიჭრნენ და იარაღის მუქარით, სალონის გაძარცვასთან ერთად სალონის თანამშრომლის გაუპატიურება სცადეს.
პოლიციამ დამნაშავეები რამდენიმე საათის შემდეგ ძველ ქარხანაში მოწყობილ თავშესაფარში იპოვა. დაკავებისას დამნაშავეებს ცარიელი ცეცხლასროლი იარაღი, დანები , მუქარით და ძარცვით მიტაცებული ძვირფასეულობა და ფული აღმოაჩნდათ. გარდა ამისა იქვე იპოვეს ტყვეობაში მყოფი 4 ქალბატონი, რომელთა აღიარებითაც დამნაშავეები მათ სისტემატურად აუპატიურებდნენ. ანკარის პოლიციის განცხადებით ოპერაციის შედეგად დაკავებულნი არიან საქართველოს მოქალაქე G.B. , სირიის მოქალაქე N.U., თურქეთის მოქალაქეები B.B. და M.A .

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ZSDun3IY0wM” width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=hccXF4JLQ2A” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები