“პოლიტიკური იარაღის და ვაჭრობის იარაღის საგანი გახადეს ვიზალიბერალიზაცია” – გურამ მაჭარაშვილი
“დღეს საფუძველი არ არსებობს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
როგორც ის ამბობს, ვიზალიბერალიზაცია პოლიტიკური იარაღისა და ვაჭრობის საგანი გახადეს.
“გვახსოვს 4 ოქტომბერს მათი ლიდერების განცხადებები, რომ ჩაგვივარდა გეგმა, არ მოვიდა იმდენი ხალხი, ხელისუფლება უკან აღარ დაიხევს და შემდგომ ერთმანეთის ჭამა დაიწყეს. ახლა ერთადერთი რამე დარჩათ, რომ პატრონებთან გაარჩიონ საქმე – ვინ იყო მტყუანი, ვინ იყო მართალი, სად წავიდა ფული და ა.შ. ეს პროცესი მიდის ახლა.
დღეს საფუძველი არ არსებობს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების. ამიტომაც ვერ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი დღემდე, თორემ არავინ მოგვეფერებოდა. შესაბამისად, ახლაც ტექნიკურად ვერ დადგება, მაგრამ პოლიტიკური იარაღის და ვაჭრობის იარაღის საგანი გახადეს ვიზალიბერალიზაცია“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.