“აქამდე თუ ჩუმად ითხოვდნენ ჩვენი პარტნიორებისგან – ჯერ არ მიეცათ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლა და შემდგომ საერთოდ გაეუქმებინათ, დღეს ესეც აღარ არის დაფარული” – ლევან მახაშვილი
“დაინახეს, რომ ყველა კოვზი ჩაუვარდათ ნაცარში, ყველა შესაძლებლობა გაანიავეს და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის კიდევ ერთხელ შანტაჟი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ამ საკითხით”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ ოპოზიცია საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე აქტიურ მუშაობას იწყებს.
„აქამდე თუ კორიდორებში ჩუმად, ფარდის მიღმა ითხოვდნენ ჩვენი პარტნიორებისგან – ჯერ არ მიეცათ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლა და შემდგომ საერთოდ გაეუქმებინათ, დღეს ესეც აღარ არის დაფარული, ამასაც აღარ მალავენ – პირდაპირ ითხოვენ მოსახლეობისთვის უვიზოს გაუქმებას. ამიტომ, თუკი დღეს ვინმეს ეკუთვნის პასუხისმგებლობა პოტენციურად ამ საკითხის გაუქმებაზე, ეს არის უპირველესად სწორედ ეს ძალები, რომლებიც პირდაპირი მოწოდებებით ითხოვენ უვიზოს გაუქმებას საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის ერთგვარი შანტაჟი“, – აცხადებს მახაშვილი.