მოსკოვში თოვლგამწმენდი მანქანის მძღოლი 2 თვით დააკავეს

მოსკოვში ბასმანის სასამართლომ თოვლგამწმენდი მანქანის მძღოლი 2 თვით დააკავა. კერძოდ, ვლადიმირ მარტინენკო, გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე ციხეში 21 დეკემბრამდე იქნება. გამომძიებლის აზრით, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტინენკო გაქცევას შეძლებს ან დანაშაულის დაუდგენელ თანამონაწილეებს პასუხისმგებლობისგან გაქცევაში დაეხმარება. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სასამართლოში სამედიცინო ცნობა ჩაიკითხეს, რომელშიც წერია, რომ „ექსპერტიზის წინასწარი მონაცემებით“ მარტინენკო ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ექსპერტიზის საბოლოო შედეგები 5-7 დღის განმავლობაში იქნება ცნობილი. მძღოლის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნები კატასტროფის შემდეგ ექიმის მხრიდან „ვიზუალური დათვალიერებით“ გაკეთდა, ანალიზები, მისი თქმით კი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები