კორეის რესპუბლიკა ებოლას გამო ტურისტებისთვის საზღვარს გადაკეტავს

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებით, სასიკვდილო ვირუს ებოლას გავრცელების საშიშროების გამო ქვეყანაში უცხოური ტურისტების შესვლა აიკრძალება. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„ჩვენი პარტნიორებისგან კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან ოფიციალური სიახლეები მივიღეთ იმის შესახებ, რომ ხვალიდან ნებისმიერი ქვეყნიდან ტურისტების შესვლა ქვეყანაში, იმის მიუხედავად, სად იმყოფებოდნენ, აიკრძალება“, – ამბობს ჩინური ტუროპერატორის Young Pioneer Tours-ის წარმომადგენელი გარეტ ჯონსონი.
„ჯერჯერობით უცნობია აკრძალვის ვადები. წლის ბოლომდე 3 დაგეგმილი ტურის მიღების იმედი გვაქვს“, – აღნიშნა ჩრდილოეთ კორეული ტურფირმის Koryo Tours-ის წარმომადგენელმა ნიკ ბონერამ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლათი დაავადებულების რიცხვი 9800 შეადგენს. დაიღუპა დაახლოებით 4500 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები