“კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” რჩება საქართველოს კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის მტრად” – რატი იონათამიშვილი

“კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” რჩება საქართველოს კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრიობის მტრად”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

როგორც ის ამბობს, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სარჩელით მიმართოს “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოს.

“ამას წინ უძღოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობა საქართველოს პარლამენტში, რომელმაც კიდევ ერთხელ დააფიქრა ჩვენი საზოგადოება იმ სისხლიან 9 წელზე, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” კრიმინალურად ძალადობდა ქართულ სახელმწიფოზე”, – აღნიშნავს იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდი “ნაციონალური მოძრაობის” და მისი მოკავშირეების, წინასწარი ინფორმაციით, 10-მდე პარტიის კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები