თორნიკე ჭეიშვილი – აქციის მონაწილეებზე: კანონმდებლობა მუშაობს და რამდენიმე პირი არის დაპატიმრებული ადმინისტრაციული წესით
„კანონმდებლობა მუშაობს და რამდენიმე პირი არის დაპატიმრებული ადმინისტრაციული წესით,“- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა აქციის მონაწილეებზე საუბრისას განაცხადა.
„ფაქტია ეს ადამიანები [აქციის მონაწილეები] იმ დღის წესრიგით მოქმედებენ, რომელსაც თავიანთი პატრონები ჩასძახებენ. ვხედავთ იმასაც, რომ კანონმდებლობა მუშაობს და რამდენიმე პირი არის დაპატიმრებული ადმინისტრაციული წესით. გაკეთდა შესაბამისი განმარტებები იმის შესახებაც, რომ თუ კანონი განმეორებით დაირღვევა, ეს უკვე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა გუშინ გზა კვლავ გადაკეტეს.