ზუკა რურუა: გზის გადაკეტვა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა

„გზის გადაკეტვა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ აქციის მონაწილეებზე საუბრისას განაცხადა.

„კოლექტიური ლომჯარიები, გიგაურები და სხვანი მოუწოდებენ ახალგაზრდებს [გზის გადაკეტვისკენ], რომლებსაც გათვითცნობიერებული არ აქვთ რას სჩადიან და ეს არის დანაშაული. პრევენციული სახით მიიღეს კანონი, რომ როდესაც არ არის საკმარისი ადამიანი გზის გადასაკეტად, არ აქვთ გზის გადაკეტვის უფლება და ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ყველამ უნდა გაათვითცნობიეროს ეს და დაემორჩილოს კანონს“, – აღნიშნა რურუამ.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა გუშინ გზა კვლავ გადაკეტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები