ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის ახალი ლიფტი მოეწყო
ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ლიფტი მოეწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას “თბილსერვისი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ძველი კონსტრუქციის დემონტაჟის შემდეგ, ვერტიკალური დახურული პლატფორმა და პანორამული შახტით ჰიდრავლიკური ტიპის ლიფტი დამონტაჟდა.
პირველ ეტაპზე გადასასვლელის მეორე მხარეს, ვაკის პარკში მოეწყო ახალი ლიფტი. ორივე კონსტრუქციის სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება 110 000 ლარს შეადგენს.
ლიფტების საშუალებით შშმ პირებს მარტივად და უსაფრთხოდ შეუძლიათ გადაადგილება ჭავჭავაძის გამზირის ორივე მხარეს.