საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თავშესაფარში გადაყვანილი და ცოფის საწინააღმდეგოდ აცრილია 2 303 ძაღლი და კატა

14 სექტემბრის მონაცემებით, მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თავშესაფარში გადაყვანილი და ცოფის საწინააღმდეგოდ აცრილია 2 303 ძაღლი და კატა (კახეთში – 825, აჭარაში – 577, იმერეთში – 892 ძაღლი და 9 კატა). 2 200 – იდენტიფიცირებულია როგორც დოკუმენტურად, ასევე საყურე ნიშნით (28-ს ჰქონდა საყურე ნიშანი); 2 137 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია.

სეს-ს ინფორმაციით, ბუნებრივ გარემოში დაბრუნდა 2 133 ძაღლი/კატა, ამჟამად თავშესაფარში იმყოფება 170 ძაღლი/კატა. ყველა მათგანი ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს.

მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის მიზანია ცხოველების პოპულაციის მართვა, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენცია. ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოება.

პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები