“ყველაზე მთავარი არის დუმილი იმ ძალადობაზე, რაც 4 ოქტომბერს დედაქალაქის ქუჩებში გადატრიალების და დამხობის მცდელობით ვიხილეთ” – კირცხალია

“ყველაზე მთავარი არის დუმილი იმ ძალადობაზე, რაც 4 ოქტომბერს დედაქალაქის ქუჩებში გადატრიალების და დამხობის მცდელობით ვიხილეთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

როგორც კირცხალიამ აღნიშნა, დუმილი ხმამაღალი სიტყვა და ხმამაღალი დამოკიდებულებაა იმ წახალისების მიმართ, რომელსაც, სამწუხაროდ, ბრიუსელის, ევროკავშირის ლიდერებისგან ვხედავთ.

„სამწუხაროდ, შანტაჟის ენას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ვხედავთ, არამედ ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული. იმედია, ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. საქართველო და ქართველი ხალხი შანტაჟს არ ექვემდებარება და ეს კარგად იციან. არჩევნებზეც ნახეს, რომ ჩვენ შანტაჟს არ ვექვემდებარებით. რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თემაზე კიდევ ერთი შანტაჟის მცდელობა ჩავარდა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები