ილარიონოვი: 2017 წლამდე კრემლი უკრაინის დამოუკიდებლობის დამსხვრევას გეგმავს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩევლის ანდრეი ილარიონოვის განცხადებით, უკრაინის დამოუკიდებლობის დასამსხვრევად მომდევნო 2 წლის განმავლობაში კრემლი ყველა შესაძლებელი და შეუძლებელი რესურსის მობილიზებას მოახდენს.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ანდრეი ილარიონოვი არჩევანის გაკეთებამდე უკრაინელებს რადის პოტენციური დეპუტატების კარგად შესწავლას ურჩევს, რადგან კანდიდატებს შორის პრორუსული ადამიანი ცოტა არ არის. კერძოდ, ილარიონოვის განცხადებით, ისინი დემოკრატიული ძალების შემადგენლობაში არიან. ილარიონოვის მტკიცებით, პუტინმა საკუთარ ხელქვეითებს პეტრე პოროშენკოს პრეზიდენტის პოსტიდან ჩამოგდების დრო – მომდევნო წლის ბოლომდე მისცა. „რადის მუშაობაში დესტრუქტივის შეტანა – უკრაინის პარლამენტის სადეპუტატო მანდატებისთვის მებრძოლე პრორუსული ძალების მთავარი ამოცანაა“, – ფიქრობს ანდრეი ილარიონოვი. „მომდევნო 2 წელი, განსაკუთრებით კი ზამთარი, ჩემი აზრით, ყველაზე საშიში იქნება, რადგან ამ დროს ყველა შესაძლებელი და შეუძლებელი რესურსის მობილიზება მოხდება იმისთვის, რომ დასრულდეს პროგრამა – დამოუკიდებელი სუვერენული უკრაინის დამსხვრევის პროგრამა“, – ამბობს პუტინის ყოფილი მრჩეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები