დებალცევოს რაიონში „ბოევიკების“ სნაიპერების ჯგუფები მოქმედებენ

უკრაინული მედიის ცნობით, ნიკოლაევკას და დებალცევოს რაიონებში „ბოევიკების“ სნაიპერების ჯგუფები მოქმედებენ. ამის შესახებ «АТО»-ს პრესცენტრის შეტყობინებაშია ნათქვამი. ღამემ ამ ტერიტორიაზე მშვიდად ჩაიარა, თუმცა «АТО»-ს პოზიციების მიმართ ქალაქ შასტიესთან სროლა საღამოს დაიწყო.
„არაკონტროლირებადმა სამხედრო ფორმირებებმა დონეცკის აეროპორტში დისპეტჩერის კოშკის შტურმის აღება სცადეს, ასევე ნოვოლასპას რაიონში ჩვენს სამხედრო ქვედანაყოფებთან საბრძოლო შეტაკებაში შევიდნენ“, – ნათქვამია შეტყობინებაში.
«АТО»-ს პრესცენტრის განცხადებით, ღამით „ბოევიკებმა“ ნიკოლაევკის და დებალცევოს რაიონებში „გრადის“ სისტემები გამოიყენეს, გარდა ამისა ისმოდა ნაღმტყორცნების ხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები