“როდესაც ეროვნული მოძრაობა ზენიტში იყო, მან უპირობო ლიდერი, ეროვნული მოძრაობის სიმტკიცის, სინდისის, ზნეობის განსახიერება – მერაბ კოსტავა დაკარგა” – პაპუაშვილი
“მაშინ, როდესაც ეროვნული მოძრაობა ზენიტში იყო, მან უპირობო ლიდერი, ეროვნული მოძრაობის სიმტკიცის, სინდისის, ზნეობის განსახიერება – მერაბ კოსტავა დაკარგა. ეს იყო ადამიანი, რომელიც ყველა ამ თვისებას ერთმანეთში აერთიანებდა და მისმა ტრაგიკულმა დაღუპვამ გარკვეული წყალგამყოფის როლიც შეასრულა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა მერაბ კოსტავას რეაბილიტირებული სახლ-მუზეუმი დაათვალიერა.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ამის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენმა ქვეყანამ მაინც ვერ შეძლო არეულობის, შუღლის, ომების თავიდან აცილება და გამოვიარეთ ის წლები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შეეძლო, რომ თავიდან აეცილებინა, ჩვენს გვერდით რომ ყოფილიყვნენ ისეთი ზნეობისა და სიმტკიცის მატარებელი ადამიანები, როგორიც მერაბ კოსტავაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.