პაკისტანში ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს – დაღუპულია 8 შიიტი

„ბოევიკებმა“ პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, შემთხვევა ბაზრის ტერიტორიაზე, ქალაქ ქვეთას გარეუბანში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაღუპული შიიტია, რომელთა საზოგადოებას ბოლო წლების მანძილზე ხშირად ახსოვს ისლამისტების იერიში. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს.
ცნობისთვის, 2013 წელს „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფებებმა ქვეთაში 2 აფეთქება განახორციელეს, რის შედეგად 200-ზე მეტი შიიტი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები