მასწავლებელს გაკვეთილების ჩატარება ტატუს გამო აუკრძალეს

დაწყებითი კლასების მასწავლებელს შარლოტა ტუმილტის დიდი ბრიტანეთიდან მის პირველ სამუშაო დღეს ტატუს რაოდენობის სიმრავლის გამო გაკვეთილების ჩატარება აუკრძალეს. 26 წლის ტუმილტის განცხადებით, ის სახლში გაუშვეს და სთხოვეს, ტატუ ლეიკოპლასტირით, ან მარლის სახვევით დაეფარა.
St John Vianneys სკოლის წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ მასწავლებლისთვის გაკვეთილების ჩატარება არ აუკრძალიათ. დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ მათ ზრდილობიანად სთხოვეს მასწავლებელს ტატუ დაეფარა.
26 წლის პედაგოგის თქმით, მან გრძელმკლავიანი ტანსაცმელი შეიძინა, რომელიც ტატუებს ფარავს. თუმცა, ტუმილტის განცხადებით, სკოლა მის კისერზე და თითებზე გაკეთებული ტატუს წინააღმდეგ კვლავ გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები