საქალაქო სასამართლოში უგულავა -კეზერაშვილის საქმის განხილვა განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. საქმის განხილვას ბრალდებული გიგი უგულავა დაესწრება.
შეგახსნებეთ, რომ საქმე ეხება 2006 წელს რიყის ტერიტორიის გასხვისებასა და ტელეკომპანია “იმედის” მითვისებას. გამოძიების მასალების მიხედვით, გიგი უგულავამ და დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია “იმედი” სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მითვისებისა და გათეთრების გზით მიისაკუთრეს. პროკურატურის ინფორმაციით, “იმედის” იმდროინდელი მფლობელისათვის თანხის გადასაცემად 7 მილიონად გასხვისებული რიყის ტერიტორია მერიამ უკან 17 მილიონად გამოისყიდა, ამ თანხის დიდი ნაწილი კი ჯოზეფ კეის გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები